ხათუნა გოგორიშვილი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ – “ჩვენ გვყავს უზენაესი სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე”

ხათუნა გოგორიშვილი ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ - "ჩვენ გვყავს უზენაესი სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სამარცხვინო უწოდა.

– ”ქართული ოცნების” ხელისუფლების 5 წელი არის საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს მოშლისა და დისკრედიტაციის 5 წელი. დავიწყოთ საკონსტიტუციო სასამართლოდან, წინა მოწვევის პარლამენტში შუა ღამეს დაჩქარებული წესით მირებული კანონის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქმეთა უმრავლესობა საკონსტიტუციო კომისიაში გადავიდეს პლენუმის განხილვის დაქვემდებარებაში და ამ ხნის განმავლობაში 2 თუ 3 სხდომა არის ჩატარებული მარტივი მიზეზის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ძირითად დროს ანდომებს მივლინებებში სიარულს და ხოლო როცა საქართველოშია, მაღალფასიანი ავტომობილების შერჩევით არის დაკავებული და უბრალოდ არ რჩება დრო სხდომებისა და საქმეების განხილვისთვის, – განაცხადა დეპუტატმა.

მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უწოდა ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რაც კი ჰყოლია ოდესმე რომელიმე სასამართლოს საქართველოში.

– დიახ, იმიტომ, რომ მისი ძირითადი საქმიანობა არის მუქარა კონკრეტულ მოსამართლეებზე, რათა მათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც დღევანდელ ხელისუფლებას უნდა და ის მხოლოდ ამით არის დაკავებული. ახლა ახალი საქმეც გამოუჩნდა – ვაჭრობა, ჟურნალისტებთან ფასებზე შეთანხმება. ის იყო ერთ-ერთი იმ 9 მოსამართლეთაგან, რომლებმაც რუსთავი 2-თან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა, – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.
მან ევა გოცირიძის ინიციატივაზეც ისაუბრა.
– მინდა გამოვეხმაურო ინიციატივას, რომელიც ქალბატონ ევას აქვს და უმრავლესობის წევრებსაც მოგწონთ. მე დღეს გამოვიყენე რამდენიმე ეპითეტი სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ნიუპოსტი