კოუტინიოს ლივერპულში მანქანა დაულეწეს

კოუტინიოს ლივერპულში მანქანა დაულეწესლივერპულის ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს ლივერპულში მანქანა დაულეწეს. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა კოუტინიოს მანქანას ქვები ესროლეს და ფანჯრები ჩაუმტვრიეს.

ინციდენტის დროს კოუტინიო მანქანაში არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ ეს ინციდენტი კოუტინიოს ბარსელონაში შესაძლო გადასვლასთან არის დაკავშირებული, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და ლივერპულის ფანები ამ ამბავმა გააბრაზა.

თვითონ ფეხბურთელს ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და გამოძიება მიმდინარეობს. კოუტინიოს ტრანსფერში ლივერპული 90 მილიონ ევროს ითხოვს.