საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი გუნდიდის მომავალი მერობის კანდიდატზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას აღნიშნა, პარტიის ფორმატში მერობის კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა.
– ნაადრევია დღეს მერობის კანდიდატზე შეკითხვები. მე მგონი, უხერხული იქნება. პარტიის ფორმატში ეს საკითხები ჯერ არ არის განხილული. როდესაც იქნება დრო, ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი ,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნიუპოსტი

