ლონდონის თეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონის თეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდალონდონელმა სამართალდამცავებმა თეატრიდან „ოლდ ვიქ“ ხალხის ევაკუაცია განახორციელეს. მიზეზი დარბაზში ნაპოვნი საეჭვო ნივთი გახდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ „გამაფრთხილებელი შეტყობინება“ დარბაზში რაღაც ნივთის არსებობის შესახებ შევიდა.

ინციდენტის პერიოდში თეატრში სპექტაკლი „ვოიცეკი“ მიმდინარეობდა, როდესაც პოლიციამ საფრთხის შესახებ საეჭვო შეტყობინება მიიღო.

მანამდე დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხის დონე ერთი საფეხურით დაწიეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს განაცხადა.

შენობაში ნაღმის, ან სხვა საფრთხის შემცველი მოწყობილობის აღმოჩთენის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

pia.ge