ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა – შს მინისტრის მოადგილე

ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა - შს მინისტრის მოადგილეშს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა.
”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ნიუპოსტი