მამუკა მდინარაძე ლაშა თორდიას ცემის შესახებ – დამნაშავე აუცილებლად დაისჯება

მამუკა მდინარაძე ლაშა თორდიას ცემის შესახებ - დამნაშავე აუცილებლად დაისჯება„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ლაშა თორდიაზე თავდასხმაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.

– გამოძიებით უნდა დადგინდეს რეალობა. კითხვებზე პასუხები სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება და ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, მსგავს საკითხებზე კომენტარები გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.

ნებისმიერი ადამიანი, ვისი დანაშაულიც დადასტურდება, აუცილებლად დაისჯება. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც მსგავსი საკითხები უპასუხოდ არ დარჩება, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

ნიუპოსტი