მანჩესტერის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

მანჩესტერის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავამანჩესტერის სამხრეთით პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ სამ ადამიანს თვითმკვლელ ტერორისტთან სალმან აბედისთან კავშირი ჰქონდათ.

მათი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ტერაქტი მანჩესტერში 22 მაისს, საღამოს მოხდა, როდესაც ამერიკელი პოპ ვარსკვლავის არიანა გრანდეს კონცერტი ახალი დამთავრებული იყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა გამოძიებას სხვა ვერსიებიც აქვს. ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.