მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე დაკავებები გრძელდება

მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე დაკავებები გრძელდებამანჩესტერში მომხდარ ტერაქტის საქმეზე ინგლისში პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებული 22 წლის არის და მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებულს ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მანჩესტერის პოლიციამ უკვე 10ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თვითმკვლელ ტერორისტთან აბელ საიდთან კავშირი ედებათ ბრალად.  შეგახსენებთ რომ 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ხალხმრავალ ფოიეში თავი აიფეთქა, რის შემდეგაც 22 ადამიანი დაიღუპა და 60 ზე მეტი დაშავდა.

დაღუპულებს შორის არის 8 წლის გოგონაც. ტერაქტის შემდეგ ინგლისის ყველა დიდ ქალაქში პოლიცია ორმაგად არის მობილიზებული და ხალხმრავალ ადგილებში დაცვა გაძლიერებულია.