მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები

მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიმანჩესტერ არენაზე კონცერტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი 59-ს შეადგენს.

მომხდარს მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა მოაწყო და თავადაც დაიღუპა. ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს “ბარბაროსული აქტი” უწოდა.

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ეს აფეთქება ტერაქტი იყო, მაშინ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქება იქნება ყველაზე სისხლიანი ტერაქტი დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ლონდონი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა.

მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, შეტყობინება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე შევიდა, რომ აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ პანიკაში მყოფი ასეულობით მაყურებელი მანჩესტერის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზს ტოვებდა. იმ მომენტისთვის „მანჩესტერ არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი.

თვითმხილველების თქმით აფეთქების ხმა მაშინ გაისმა , როდესაც მომღერალმა საკონცერტო პროგრამა დაასრულა და მაყურებლები გასასვლელილსკენ გაემართნენ.

ნიუპოსტი