მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვესმანჩესტერში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არის 8 წლის გოგონაც.

სოფი როუზ რუსოსი კონცერტზე დედასთან ერთად იმყოფებოდა და აფეთქების შემდეგ ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სოფის დედამ ასევე მიიღო ტრავმები და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ცნობილი გახდა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ფოიეში აიფეთქა, რის შემდეგაც საკონცერტო დარბაზის გარშემო ტერიტორია პანიკამ მოიცვა, მალე კი ადგილზე პოლიციაც მივიდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა ცნობილია, მაგრამ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ჯერჯერობით მისი სახელი არ გასაჯაროვდება.