საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტს, ქვეყნის განვითარების გადასარჩენად, გადადგომა და თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნა ურჩია. მარგველაშვილის თქმით არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი გადადგომა არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის, ამიტომ ის ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანს ვერ ხედავს
– არჩევნების თარიღის დანიშვნა, არ ვიცი, რას შეცვლის ან გადადგომა რას განაპირობებს, იქნებ, ესეც ამიხსნათ. ემოციურად ჩართული ვარ საკონსტიტუციო განხილვის პროცესში, თუმცა ან ერთი ან მეორე რას მოგვცემს, არ ვიცი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

