მარიამ საჯაია – “ვიპოვეთ მოპედი… უპატრონო ბავშვებს წაუყვანიათ და მარჯანიშვილის მეტროსთან დაუგდიათ”

მარიამ საჯაიამ დაკარგული მოპედი იპოვა და ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა:

– ვიპოვეთ მოპედი… უპატრონო ბავშვებს წაუყვანიათ და მარჯანიშვილის მეტროსთან დაუგდიათ.
დაზიანებულია, არ იქოქება.
ვერავის პასუხს ვერ ვთხოვ – უპატრონო ბავშვები არიან, არასრულწლოვნები, საბუთი არ აქვთ, მშობელი არ ჰყავთ…
მოთხოვნა რა გაქვთო – პოლიციამ.
ჰოდა ამ ბავშვებთან და პოლიციასთან არა, მაგრამ სახელმწიფოსთან მაქვს – უპატრონო ბავშვებს მიხედეთ! პოლიციამ როცა იცის რომ უპატრონოა, უნდა დაურეკოს სოციალურ მუშაკს, ნახონ ეს ბავშვი და თავშესაფარში გაუშვან რომ აღიზარდონ ნორმალურად.