მარიო მანჯუკიჩმა რომასთან ტრავმა მიიღო

მარიო მანჯუკიჩმა რომასთან ტრავმა მიიღო

ტურინის იუვენტუსის ხორვატი ნახევარმცველი მარიო მანჯუკიჩი ტრავმირებულია. მანჯუკიჩმა ტრავმა რომასთან შეხვედრის დროს მიიღო, როდესაც მას უკნიდან დე როსი დაეჯახა.

როგორც აღმოჩნდა მარიოს ზურგი აქვს დაზიანებული და შესაძლოა მან მცირე პერიოდი ფეხბურთისგან დაისვენოს. უფრო ზუსტ პროგნოზს მანჯუკიჩს ამ დღეებში დაუსვამენ, მაგრამ სავარაუდოდ მისი ტრავმა სერიოზული არ არის.

მანჯუკიჩი იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომ იუვენტუსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მარიო დროზე დააყენოს ფეხზე.