მედიაში მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის ფოტო გავრცელდა

მედიაში მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის ფოტო გავრცელდამედიაში მანჩესტერ არენაზე განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლის ფოტო გავრცელდა.
თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.
გავრცელებული ცნობით, მან სირიაში ე.წ. საიდუმლო ტერორისტული წვრთნები გაიარა და დიდ ბრიტანეთში, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.