მერაბ ნინიძე ბიბისის სერიალში რუს მაფიოზს თამაშობს

მერაბ ნინიძე ბიბისის სერიალში რუს მაფიოზს თამაშობსქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე, რომელიც წელს ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებს, ბიბისის მიერ გადაღებულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს.
სერიალის ნახვა მაყურებელს წლის ბოლოს შეეძლება. სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიაზეა. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევაში ხელს ტრაგიკული შემთხვევა შეუშლის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვას აიძულებს.
როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაცებები კარგა ხანია მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება:
– გადაღებები უკვე მეშვიდე თვეა მიმდინარეობს. ლონდონისა და ყატარის ნაწილი დავასრულეთ და ხორვატიაში ვაგრძელებთ. სხვა დეტალების გახმაურების უფლება ჯერ არ მაქვს, თუმცა ვიტყვი, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესია ასეთ გუნდთან მუშაობა.
სერიალის სცენარი მიშა გლენის ბესტსელერი წიგნის მიხედვით ჰუსეინ ამინმა და ჯეიმს უოტკინმა შექმნეს.