მიხეილ სააკაშვილსა და ცოტნე ანანიძეს შორის თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა

 მიხეილ სააკაშვილსა და ცოტნე ანანიძეს შორის თვითმფრინავში ინციდენტი მოხდააჭარის უმაღლესი საბჭოს ,,ოცნების” დეპუტატის დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ,,ქართული ოცნების“ დეპუტატის ცოტნე ანანიძე ოდესაში მგზავრობისას თვითმფრინავში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ანანიძემ სააკაშვილს ბათუმში წინა ხელისუფლების საქმიანობის გამო პრეტენზიებით მიმართა – ,,გაიხსენე რა უქენი ბათუმის უნივერსიტეტს…“ – მიმართა სააკაშვილს ანანიძემ, რაზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიუგო, რომ მისი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ბათუმის აღორძინება და ამ ბრალდებისთვის ანანიძეს სააკაშვილმა ,,ნაძირალა უწოდა“.

ვიდეო სოციალურ ქსელში ცოტნე ანანიძის გვერდზეა გავრცელებული.