მოლდოვამ 5 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის ელჩმა კიშინიოვში ფარიტ მუხამეტშინმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დიპლომატების ვინაობა არ უთქვამს.
ერთ-ერთ მათგანს ადგილობრივი დეპუტატის გადაბირება ედება ბრალად.
დიპლომატებმა ქვეყანა 24 საათში უნდა დატოვონ.
imedinews.ge

