– ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მართლა მაინტერესებს, ნუთუ შეუძლებელია პროექტი შეცვალო, ეს გადამცემი ხაზის ანძები ან 20, ან 30, ან თუნდაც 50 მეტრით მარჯვნივ ან მარცხნივ, ზევით თუ ქვევით დადგა, საფლავები არ გადათხარო, ამდენ ადამიანს შეურაცხოფა არ მიაყენო და სულში არ ჩააფურთხო? განა რა დაჯდება ამ ანძებისთვის ცოტა ადგილის მონაცვლება, როცა ხედავ, რომ შენს თანამემამულეებს ასე მწვავე რეაქცია აქვთ თავიანთი გარდაცვლილების საფლავების გადატანაზე?
მოსახლეობის მოთხოვნაზე დათანხმება ჩვენს ხელისუფლებასაც მიშასავით სისუსტის ნიშნად მიაჩნია? თუ საქართველოში ყველა ხელისუფლება თავის წმინდათ წმინდა მოვალეობათ თვლის დაუმტკიცოს საკუთარ მოქალაქეებს, რომ მათზე ძლიერია, მოერევა და დაჩაგრავს მათ? ამაშია ხელისუფლებაში ყოფნის სიდიადე?
ხომ არ შეიძლება 25 წელი ერთი და იგივე შეცდომებს ვიმეორებდეთ და ვერ ვსწავლობდეთ, რომ ყოველთვის, ხელისუფლებისათვის ცუდად მთავრდებოდა ასეთი მოქცევა, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი.

