მოსკოვში ქარიშხალმა 11 ადამიანი იმსხვერპლა – სტიქიამ პრემიერ მედვედევის რეზიდენციაში ხეები მოგლიჯა

მოსკოვში ქარიშხალმა 11 ადამიანი იმსხვერპლა – სტიქიამ პრემიერ მედვედევის რეზიდენციაში ხეები მოგლიჯადღეს, 29 მაისს, მოსკოვს  და მოსკოვის ოლქს ძლიერი ქარისხალი დაატყდა თავს.

სტიქიის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. 50 დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ასობით ხე წაქცეულია, დამტვრეულია მანქანები, დარღვეულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსკოვში ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა. ქარიშხალი გლეჯდა ხეებს და ამსხვრევდა ლითონის კონსტრუქციებს, რაც ადამიანების დაღუპვის მიზეზი გახდა.

მეტრო ლომონოსოვთან მოგლეჯილი ხე ხანშისესულ მამაკაცს დაეცა და მოკლა, ВДНХ–თან ერთ ერთ პავილიონთან ხე 26 წლის გოგონას დაეცა, რომელიც მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა.

ქარმა მოგლიჯა ხეები პრემიერ მედვედევის ქალაქგარეთა რეზიდენციაში გორკიში. ამის გამო მასთან შეკრებილ თათბირის მონაწილეებს და ჟურნალისტებს საათნახევრის განმავლობაში არ შეეძლოთ რეზიდენციის დატოვება.