ნანტერის უნივერსიტეტმა ემანუელ მაკრონის სტუდენტობის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნა

ნანტერის უნივერსიტეტმა ემანუელ მაკრონის სტუდენტობის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნასაფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 1999-2001 წლებში ნანტერის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას და ამ უნივერსიტეტმა მაკრონის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ემანუელი 23-24 წლის არის.

მაკრონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი იყო და ის გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახობით. აღსანიშნავია, რომ ნანტერის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საფრანგეთში და თავის დროზე იქ ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა, მათ შორის ნიკოლა სარკოზიც.

ნანტერის უნივერსიტეტმა მაკრონს გაპრეზიდენტება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.