დედაქალაქის მერის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
დავით ნარმანია დოკუმენტის საერთო სახალხო განხილვებში პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობს:
– საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან ღიად, ძალიან გამჭვირვალედ, მაქსიმალური ჩართულობით. საკონსტიტუციო პროცესში რაც შეიძლება მეტი ჩართულობა, განხილვები მნიშვნელოვანია და პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის ერთ-ერთი სუბიექტი, ვინაიდან მას სპეციალური ნაწილი ეხება, რასაკვირველია პროცესში უნდა იყოს ჩართული, – აცხადებს დავით ნარმანია.
ნიუპოსტი

