ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობს

ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობსნიდერლანდების მეფე, ვილემ-ალექსანდერი გამოტყდა, რომ ტახტზე ასვლის შემდეგაც კი ინკოგნიტოდ რეგულარულად მართავდა სამგზავრო ავიახაზის თვითმფრინავს. მონარქი მეორე პილოტად დაფრინავდა რეისებზე, მგზავრები კი ზოგჯერ ცნობდნენ მის ხმას.

მისი ამ გატაცების თაობაზე ცნობილი იყო 2013 წლამდეც, ანუ მის მეფედ კურთხევამდეც. ის ამას პილოტის ლიცენზიის შესანარჩუნებლად აკეთებდა. თუმცა აქამდე ცნობილი არ ყოფილა, რომ ის ამ საქმიანობას ამ დრომდე აგრძელებდა.

ადრე მონარქს ისიც კი უთქვამს, რომ სასახლეში რომ არ დაბადებულიყო, ძალიან ენდომებოდა Boeing 747-ის მართვა.

imedinews.ge