ნინი ბადურაშვილი: “გრეჩიხას” ძმისშვილი მიყვარდა ძალიან”

ნინი ბადურაშვილი: "გრეჩიხას" ძმისშვილი მიყვარდა ძალიან"გია ჯაჯანიძის შოუ “სხვა რაკურსში” მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა პირველი სიყვარული გაიხსენა.

– პირველი სიყვარული ბაღში იყო, შემდეგ უკვე “გრეჩიხას” ძმისშვილი რატი გაჩეჩილაძე მიყვარდა სკოლაში. ქმრის სიყვარული ცოტა ხანს გაგრძელდა. ღმერთს ვეხვეწებოდი, ღმერთო, ეს სიყვარული დიდხანს გაგრძელდეს-თქო, მაგრამ მალე დავიშალეთ. ახლა არავინ არ მიყვარს, – ამბობს ნინი.

ტელეწამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ის ამ ეტაპზე პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე შეყვარებული, მომღერლმა აღნიშნა, რომ არა. თავის მხრივ ნოემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

გადაცემის წამყვანი გია ჯაჯანიძე ნინის იმ კაცების სიის გავრცელებას დაჰპირდა, რომლებიც მომღერალზე იყვნენ შეყვარებული.

– ვასკა მხეიძე, ბახვა ბრეგვაძე, საშკა იოსელიანი… დანარჩენს პირადად გადმოგცემ, – უთხრა გიამ ნინის.
მომღერალმა პირველი და ბოლო მამაკაცი დაადასტურა, ბახვა ბრეგვაძესთან რომანი კი უარყო.