ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭაიაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ ლაურეატად თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი დასახელდა.

ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივები” დამშვენებული ორდენით დაჯილდოვდა.

ქართველი ბალერინას ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა.

პრიმაბალერინისთვის მინიჭებული ჯილდო იაპონიის მიერ კულტურის მოღვაწეთათვის დაწესებული ჯილდოებიდან ყველაზე მაღალი რანგისაა. ამ ორდენის კავალერი 2011 წელს, 86 წლის ასაკში, მაია პლისეცკაია გახდა.

იაპონიის საიმპერატორო ჯილდოს გადაცემა 1875 წელს დაიწყო, ხოლო დაჯილდოების დღევანდელი სისტემა 1964 წელს შეიქმნა.

2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 105 არაიაპონელი ლაურეატი შეირჩა და ამ რანგის ჯილდო მხოლოდ 34-ს მიენიჭა, ხელოვნების სფეროში კი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა.

პრიმაბალერინას ჯილდოს 6 თვის შემდეგ ოფიციალურად გადასცემენ.

pia.ge