ნინო შუბლაძე სერგეენკოსგან წამოვიდა – ”დიდ ავიაციას” ვუბრუნდები

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე პაუზის შემდეგ ისევ ტელევიზიას უბრუნდება.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:
– 3-წლიანი პაუზის შემდეგ დადგა დრო, დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას. მალე შევუერთდები ტევე პირველის არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა! ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა დავუბრუნდე “დიდ ავიაციას”. მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის!