ნიცის სანაპიროსთან ბომბი აღმოაჩინეს

ნიცის სანაპიროსთან ბომბი აღმოაჩინესნიცის სანაპიროდან, სულ რაღაც 50 მეტრში, ზღვაში 250 კგ. მასის ბომბი აღმოაჩინეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მყვინთავმა აღმოაჩინა, რომელიც ნიცის სანაპიროსთან, ზღვის ფსკერზე არქეოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდა და მოულოდნელად 12 მეტრის სიღრმზე ბომბს წააწყდა. ბომბის წარმომავლობა უცნობია, თუმცა განიხილება ვერსიაც, რომ იგი შესაძლოა ზღვაში მეორე მსოფლიო ომის დროიდან ინახება.

ხელისუფლებამ ახლომდებარე ტერიტორიაზე ევუაკუაცია გამოცხადდა. გამნაღველებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, როგორ გააუვნებელყონ ბომბი. თუ მისი ღია ზღვაში გადატანა და იქ აფეთქება არ მოხდა, მაშინ ხელისუფლებას ბომბის გაუვნებელყოფა მისი აღმოჩენის ადგილზე მოუწევს, რისთვისაც ნიცის ძირითადი ბულვარიდან მოსახლეობის გაყვანა გახდება აუცილებელი.

imedinews.ge