ნიუ იორკის პოლიცია თაიმ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ტერაქტად არ აფასებს

ნიუ იორკის პოლიცია თაიმ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ტერაქტად არ აფასებს.

როგორც CBS-ი პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, პირი, რომელიც მოქალაქეებს დაეჯახა, დაკავებულია.

პოლიციის ცნობით, ამჟამად ახლა მას ალკოჰოლის ტესტს უტარებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ თაიმ სქვერზე სედანის ტიპის წითელი ავტომობილი ხალხში შევარდა, 45-ე ქუჩისა და ბროდვეის კვეთაზე. Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულია 13 ადამიანი.

ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებ.