ნოდარ სარჯველაძე: ,,ბედნიერება ყოველთვის გვერდითაა…უთხარი სამყაროს ”კი”

ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:
– ბედნიერება ყოველთვის გვერდითაა, უბრალოდ იგნორირებაა ხელის შემშლელი. თუკი მიიღებ იმას, რაც ღმერთმა და დედაბუნებამ შექმნა, თუკი დაუშვებ, რომ კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა, თუკი კმაყოფილდები და ტკბები იმით, რაც გაქვს, თუკი შენი ახლობლები უმკლავდებიან ცხოვრებისა და ჯანმრთელობის სირთულეებს, თუკი თქვენიანიდან ვინმე დაოჯახდა ან შვილი შეეძინა, თუკი ხეებზე ჩიტები გალობენ, თუკი არსებობს გალაკტიონის პოეზია, თუკი სახარების წიგნი გაქვს და შეგიძლია მიმართო მას, თუკი ათასნაირ სიახლეს დაინახავ და მიესალმები, თუკი ამ გაზაფხულზე იასამნების სუნი დაგატკბობს, თუკი ჩათვლი, რომ სამყაროს მილიონობით წლები დასჭირდა, რომ პირველი ადამიანი გაჩენილიყო და დაბადებების ჯაჭვი შენამდეც მოსულიყო და მოვლენილი ყოფილიყავი ამ სამყაროში, რომელიც “გვაქვს უთვალავი ფერითა”, თუკი მრავალჟამიერის, მოცარტისა და ბეთჰოვენის სიმფონიების ჟღერადობა დაგატკბობს, თუკი ვიღაც დაგლოცავს და ბედნიერებას გისურვებს, თუკი ვინმე მოგიყვება კარგ ანეკდოტს და შენაც გულიანად გადაიხარხარებ, თუკი რაღაც ახალ უნარ-ჩვევას გაითავისებ, რატომაც არ უნდა იყო ბედნიერი.
მაგრამ თუკი სამყაროს ეტყვი “არა”-ს, თუკი ყველაფერ ჩამოთვლილს უარყოფ, მაშინ ცხადია შორს იქნები ბედნიერებისაგან, მაგრამ ყოველთვის არის შანსი უთხრა სამყაროს “კი”, მიიღო იგი და შემოუშვა შენში.
იყავი, იყავი, იყავი ბედნიერი. ბედნიერება ნივთი არ არის, რომ ის გქონდეს. ბედნიერება ყოფნაა და არა ქონა, ხოდა იყავი ბედნიერი. ამდენი რამ შექმნა უფალმა, ბუნებამ იმისათვის, რომ შენ მიიღო სამყარო თავის უსასრულობაში და იყავი მადლიერი ამით. იქნები მადლიერი? იქნები ბედნიერი. იქნები უმადური? …