კორუფციული სქემა საკრებულოში – ვის ხელფასს იღებს ვარკეთილის მაჟორიტარის მეუღლე

კორუფციული სქემა საკრებულოში - ვის ხელფასს იღებს ვარკეთილის მაჟორიტარის მეუღლე„ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ანტიკორუფციულ სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიძიონ და შეისწავლონ ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხარჯები.

– ია მაკასარაშვილის ბიუროს უფროსი არის ქალბატონი, რომლის მეუღლეც ასევე გაფორმებულია მაჟორიტარის ბიუროში, მაგრამ მის ხელფასს ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით დეპუტატის მეუღლე იღებს. ბიუროს უფროსი ჩართოლანია და მეუღლე ქალდანი, –  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ანტიკორუფციულ სამსახურს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ შესასწავლია არა მხოლოდ ეს კონკრეტული შემთხვევა, არამედ სხვა მსგავსი ფაქტებიც.

პირველი რადიო დაუკავშირდა ია მაკასარაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტრას არ გააკეთებდა .

– მე ხაბეიშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგას არ ვაღიარებ პოლიტიკოსად და არაფრად, – განაცხადა მაკასარაშვილმა.

პირველი რადიო