მწერალი პაატა ქურდაძე ფეისბუქზე იმ ხალხზე წერს, ვინც სოციალური ქსელით ჭკუას გვარიგებს.
– არის ამ ოხერ ფეისბუქზე განსაკუთრებით უნამუსო ადამიანების კატეგორია – ნახევარი საქართველო რომ ყავთ გადაგდებული, საკუთარი ძმაკაცების ჩათვლით, გადასაგდები აღარავინ რომ არ დარჩათ, ზოგმა დასავლეთში რომ დაახვია ბოლო ნათაღლითარი კაპიკებით ოჯახთან ერთად, ზოგიც საქართველოში რომ გაიტრუნა და ახლა – ცუკერბერგის წყალობით სინდის-ნამუსის მედროშედ რომ იქცა, თან რომ წუწუნებს, ქართველებს შრომა არ უყვართო და ავსტრიული და ამერიკული დავარცხნილი გაზონები მოჰყავს მაგალითად. მაგრად კი ჩამოვრჩენილვარ ცხოვრებას!
ახლა ვიგებ 26 წლის გამოტოვებულ რაღაც სისაძაგლეებს…აი “გადაგდებულებმა ძმაკაცებმაც” რომ გადააგორეს უკვე ისეთებს, _ წერს პაატა ქურდაძე.

