ფიქრია ჩიხრაძე: ”პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს”

ფიქრია ჩიხრაძე: ”პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს”პრეზიდენტისა და კამპანია “დაიცავი კონსტიტუციას” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს საკონსტიტუციო პროცესში წარმოდგენილი.

– პრეზიდენტი მიესალმება მაქსიმალურ აქტივობას და მეტიც, მოუწოდა კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტი ჩართულობით იყოს ამ პროცესში წარმოდგენილი და კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელთანაც თითოეული ჩვენგანი ჩვენივე ბედით ვათ დაკავშირებული, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოებრიობის პერსტექტივაა დაფუძნებული, იყოს მაქსიმალურად გამართული, დაბალანსებული, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთიანი კამპანის წარმოებას არ აპირებს, თუმცა დაინტერესებულ ჯგუფებს სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

– პრეზიდენტმა შესთავაზა ისიც, რომ თუ კონკრეტული მიმართულებებით იქნება გარკვეული სურვილი, შეიქმნას ფორმატები, ამის განხილვისთვის მზად არის. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ, რომ ბევრი მოსაზრება გამოითქვა. მიუხედავად იმისა, რომ აქ შეკრებილი იყო პოლიტიკური გემოვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკური ძალები, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალი კონსტიტუცია არის ფუნდამენტური საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, პრეზიდენტის და სხვა ინსტიტუციების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია, – განაცხადა ჩიხრაძემ.

ნიუპოსტი