ფრანჩესკო ტოტი ზაფხულში კარიერას დაასრულებს

ფრანჩესკო ტოტი ზაფხულში კარიერას დაასრულებსიტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაცია რომაში დაადასტურეს. ტოტი უკვე 40 წლის არის და ბუნებრივია მან რომას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და წლევანდელ სეზონში ის მხოლოდ რამდენჯერმე გამოვიდა მოედანზე.

ტოტის კარიერის დასრულებას მანამდეც ურჩევდნენ, მაგრამ ფრანჩესკო უარზე იყო, ამჯერად კი როგორც ჩანს მან მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ტოტი რომაში დარჩება და ის სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ტოტიმ რომაში ფეხბურთელის რანგში 22 წელი გაატარა.