ფრანკ რიბერის ანჩელოტისთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა

ფრანკ რიბერის ანჩელოტისთან მცირე კონფლიქტი მოუვიდამიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთ ვარჯიშზე ფრანკ რიბერის გუნდის მთავარ მწვრთნელთან კარლო ანჩელოტისთან კონფლიქტი მოუვიდა.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ რიბერი ვარჯიშზე ზედმეტად აგრესიულად იქცეოდა და თავის თანაგუნდელებს უხეშად ეთამაშებოდა, რის გამოც  მას ანჩელოტიმ შენიშვნა მისცა.

როგორც ჩანს ეს რიბერის არ ესიამოვნა, რასაც ანჩელოტისთან კამათი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ ტომას მიულერის ჩარევის შემდეგ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ანჩელოტის და რიბერის კონფლიქტზე ადრეც საუბრობდნენ, თუმცა ამას ორივე კატეგორიულად უარყოფდა. როგორც ჩანს ჭორები საფუძველს მოკლებული არ ყოფილა.