ქაბულში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალა

ქაბულში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი გარდაიცვალაქაბულის ცენტრში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეა განლაგებული.
პოლიციამ ქაბულის ცენტრალური ნაწილი გადაკეტა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

მომხდარის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.