ავღანეთის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოსთან ნატოს სამხედრო კოლონასთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 8 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავებულია 25 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, სამი დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცი.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პიკის საათის დროს აიფეთქა. მისი სამიზნე ნატოს კოლონა იყო. თუმცა, ხალხმრავლობის გამო დაშავებულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
28 აპრილს, ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ წევრებმა საგაზაფხულო თავდასხმები დააანონსეს. 21 აპრილს, ავღანელი სამხედროების ფორმაში გადაცმული ტერორისტები სამხედრო ბაზაზე შეიჭრნენ, რის შედეგადაც 140 ადაამიანი დაიღუპა.
ნიუპოსტი

