ქართველი მორაგბე გუჯა სურგულაძე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

24 წლის ასაკში, ქართველი მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. გუჯა სურგულაძე საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია ”ლელო სარასენსის” შემადგენლობაში.
– საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს, – ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი