ყირგიზეთში მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში მიწისძვრა მოხდაყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მაგნიტუდით 6 მიწისძვრა მოხდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მანამდე, 3 მაისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგნიტუდით 6,6 მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად 520 სახლი დაინგრა, მათ შორის საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტები. დაახლოებით, 500 სახლი კი დაზიანდა.