ყოფილ მედდას 60 ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ყოფილ მედდას 60 ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებენყოფილი მედდა ჯენინ ჯონსი შესაძლოა კიდევ 60 ბავშვის მკვლელობაში დაადანაშაულონ. ინფორმაციას France Presse ავრცელებს. ყოფილ მედდას ბავშვების მკვლელობებში საოლქო პროკურორი ადანაშაულებს.

ამ მომენტისთვის, ჯონსი 1984 წელს მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ყოფილმა მედდამ ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა ინექციით გაუკეთა. მეორე ბავშვი, რომელსაც ჯონსმა ასევე წამლის მომეტებული დოზა გაუკეთა, შემთხვევით გადარჩა.

ახალი ბრალის მიხედვით, მას პროკურატურა კიდევ 60 ბავშვის მკვლელობაში ედავება.

imedinews.ge