ქობულეთში სასტუმრო ”არმაზის” ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თავი ჩამოიხრჩო

ქობულეთში სასტუმრო ”არმაზის” ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თავი ჩამოიხრჩოქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის 3 წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქობულეთის სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული ზაზა ართმელაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ქობულეთელები ზაზა (ჯემალი) ართმელაძის გარდაცვალების შესახებ დეტალებს ჰყვებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ართმელაძე ჩამომხრჩვალი ხანძრისგან დამწვარ სასტუმროში იპოვეს.
მათივე განმარტებით, სასტუმროში ხანძრის გაჩენის შემდეგ ოჯახის წევრები ზღვის პირას მდებარე კაფეში ცხოვრობდნენ.
– სასტუმროს დაწვის შემდეგ აღარაფერი ჰქონდათ. ისინი ორი წლის განმავლობაში ზღვის პირზე მდებარე პატარა კაფეში ცხოვრობდნენ. სციოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ბანკის ვალები ჰქონდათ. ვაჟკაცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამდენს სტრესს და პრობლემას, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ინტერპრესნიუსი