აეროფლოტის თვითმფრინავი საჰაერო ორმოში მოხვდა. ის მოსკოვიდან ბანგკოკში მიფრინავდა რეისით SU270.
მოსკოვის დროით 02:50-ზე, ბანგკოკის აეროპორტში დაჯდომამდე 40 წუთით ადრე, Boeing 777 ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.
ამის შედეგად დაშავდა 20 მგზავრი.
მგზავრების უმრავლესობას ღვედები არ ჰქონდა შემოჭერილი, რამაც განაპირობა ასეთი შედეგი.
ინტერნეტში მომხდარის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ რა მოხდა თვითმფრინავის ბორტზე

