– ეს ხდება დღეს, ხდება თბილისის N128 საბავშვო ბაღში. ამის ჩამდენები მასწავლებლები არიან!
ეს არის ცოცხალი კუ, რომელიც თავის პაწაწუნა შვილთან ერთად თავისდა სამწუხაროდ ჩემი შვილის საბავშვო ბაღში შებოდიალდა.
დაიჭირეს მასწავლებლებმა საცოდავები, შეღებეს, ზედ ათასი სისაძაგლე დააწებეს, გამოაბეს თოკები და ბედნიერი სახით იღებენ სურათებს „გაპრანჭულ“ კუებთან ერთად.
მერე გვიკვირს რატომ ახრჩობენ მოზარდები კატებს, აწამებენ ძაღლებს და ა.შ. რა მაგალითს აძლევენ ჩვენ შვილებს! – წერს სოციალურ ქსელში ეკატერინე თამუნია გურგენიძე.

