რატი წითელაძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

რატი წითელაძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე ფართო საზოგადოებამ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო. სპორტსმენმა რატიმ რეჟისურის შესწავლა გადაწყვიტა და არჩევანი უცხოეთზე გააკეთა.
მის მიერ გადაღებული ფილმი “დედა” ათეულობით საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. ამჯერად რატი გახდა ერთადერთი ქართველი რეჟისორი, რომლის პროექტიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა.
ასეთი წარმატების მიუხედავად, რეჟისორის თქმით, კულტურის სამინისტროდან არანაირი ყურადღება მის პროექტებს არ ექცევა.
რატი წითელაძე:
– წარმოუდგენელია – წელს 2 ფილმის პროექტს წარვადგენთ კანის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. “ცარიელი სახლის” პიჩინგი 25 მაისს გაიმართება. დოკუმენტური “17 მაისი” კი 100-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტურიდან 6 საუკეთესო შორის შეარჩიეს და ფილმის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს წინაშე თანაპროდიუსერ და სცენარის ავტორ ნინო ვარსიმაშვილთან ერთად წარვადგენ.
მიუხედავად იმისა, რომ 2 პროექტი გვაქვს კანზე, კულტურის სამინისტრომ სცენარის ავტორისათვისა და პროდუსერისთვის სასტუმროს ხარჯების დასაფარი თანხაც კი ვერ გამონახა. კინოცენტრმა კი მხოლოდ ბილეთის ნაწილის დაფარვა შეძლო.
მეტი ყურადღება ქართულ კინოს!