როგორ აღმოჩნდა ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით

როგორ აღმოჩნდა ქუმსიშვილი მედვედევის გვერდითსაქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის დილიდან უწევს განმარტების გაკეთება იმის შესახებ თუ როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის გვერდით თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) საიუბილეო სამიტზე გადაღებულ მონაწილეთა სამახსოვრო ფოტოზე.

ქუმსიშვილი ამბობს, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე და ფოტოს გადაღება პროტოკოლით იყო გათვალისწინებული

– მედვედევთან არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

მისი თქმით, უნდა გამოვიყენონ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

– სწორედ ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა გუშინ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, ხოლო გზავნილები და საქართველოს პოზიცია მე დაგიფიქსირეთ. ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით, – განმარტა ქუმსიშვილმა.