როჯერ ფედერერი როლან გაროსზე არ ითამაშებს

როჯერ ფედერერი როლან გაროსზე არ ითამაშებსლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ წელს ის საფრანგეთის ღია პირველობაზე მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მისთვის აუცილებელია უიმბლდონისთვის სათანადოდ მომზადება.

ფედერერის თქმით ის უკვე ისეთ ასაკშია, როდესაც ვალდებულია, რომ ძალები თანაბრად გადაანაწილოს და მისთვის წელს უიმბლდონი უფრო მნიშვნელოვანია. ფედერერმა თავის მომავალზწც ისაუბრა და თქვა, რომ ის კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს ჩოგბურთის თამაშს და ამ ხნის მანძილზე კიდევ შეეცდება დიდი სლემის ტურნირების მოგებას.

სულ ფედერერის ანგარიშზე 18 დიდი სლემის ტურნირია.