სააკაშვილი – ”რაც ჩვენ შევქმენით, ყველაფერს ბზარები გაუჩნდა… მტკივნეულია ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება”

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე ეხმაურება.

– დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხელისუფლებაში ყოფნის 9 არასრული წლის, მუდმივი ზეწოლისა და ომის პირობებში, ჩვენ შევძელით წარმატებული ქვეყნის შექმნა. ჩვენ მიერ შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტებსაც და ყველაფერს რაც ჩვენ ავაშენეთ, უკვე გაუჩნდა ბზარები, რადგან როცა მუდმივი წინსვლა არაა, იწყება უკუსვლა.

მტკივნეულია ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკუსვლა დროებითია, იმიტომ რომ ხალხი, რომელმაც წარმატებას გემო გაუგო, აუცილებლად აიღებს ყველაფერს თავის ხელში, – წერს მიხეილ სააკაშვილი