სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდასამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობდა და გამარჯვება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მუნ ჩჟე ინმა მოიპოვა, რომელმაც ამორჩეველთა ხმების 41% მიიღო.

ვადამდელი არჩევნები დეკემბერში მომხდარი კორუფციული სკანდალის გამო დაინიშნა, როდესაც პარლამენტმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

მიმდინარე წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ ეს იმპიჩმენტი დაამტკიცა, ამიტომ აუცილებელი გახდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

მუნ ჩჟე ინი არჩევნებამდე ფავორიტად ითვლებოდა.