საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონებში ემანუილ მაკრონი იმარჯვებს

ეგზიტპოლების თანახმად, რომელიც ბელგიურმა მედიამ ჩაატარა, საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონებში ემანუილ მაკრონი იმარჯვებს.

სენ-პიერსა და მიკელონში, საფრანგეთის გვიანაში, გვადელუპეში, მარტინიკაში, საფრანგეთის პოლინეზიაში, სან-ბარტელსა და სენ მარტენში, საათობრივი განსხვავების გამო, საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გუშინ გაიხსნა.