მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
– ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მოსკოვის ყოფილი მერი, რომელიც თავის დროზე ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული, საქართველოში წინა კვირას გამოჩნდა.
მწვავე პოლიტიკური შეფასებების მიზეზი ხდება ის განცხადებაც, რომელიც ლუჟკოვმა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გააკეთა: „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების შემდეგ საქართველო უკეთ იგრძნობს თავს”.
ნიუპოსტი

