– მეგობრებო, ახლა მაცნობეს რომ 7 მაისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. სირცხვილი ჩვენი. გაიყიდა მხოლიდ 10 ბილეთი. ნუთუ არ შეიძლება ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ.
რას მოვითხოვთ ჩვენი მთავრობისგან, როცა ჩვენ არ ვარგივართ, არ ვიცით ერთმანეთის გვერდით დგომა. ის ხალხი ხელოვანი ხალხია და ამით ირჩენენ თავს. ასე რომ ვთქვათ, რა იქნებოდა ჩვენ დავდგომოდით გვერდით, ჩაეტარებინათ კონცერტი, ჩვენც გვესიამოვნა და ისინიც კმაყოფილი დარჩენილიყვენენ.
აი, ასეთები ვართ ქართველები, სამწუხაროდ, და თუ ასე ვისჯებით, არ გაგიკვირდეთ, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერის დედამთილი, ნანა გლურჯიძე.
როგორც ირკვევა, იტალიაში ქართველი მომღერლების: ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანი კონცერტი იყო დაგეგმილი.
ჩვენ ნოდიკო ტატიშვილს დავუკავშირდით და კონცერტთან დაკავშირებით ვკითხეთ.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონცერტზე დაინტერესება იყო დიდი, ამიტომ საღამო ორგანიზატორებმა გადაიტანეს ფლორენციაში უფრო დიდ დარბაზში. ტყუილია, ის რომ ათი ბილეთი გაიყიდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ბევრად მეტი დაინტერესება იყო.
etanews.ge

