სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დააკამაყოფილა სომხეთის მთავრობის განაცხადი გადადგომის შესახებ. მთავრობის გადადგომა კონსტიტუციის თანახმად მოხდა, რადგან დღეს სომხეთის ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.
სარგსიანის განკარგულებით, მთავრობის წევრებს საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირრებამდე გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს გამართიულ სომხეთის პარლამენტის არჩევნებში უმრავლესობას სომხეთის პრეზიდენტის პარტია ფლობს.

